ტრენინგის ბოლო დღეს შევაჯამეთ განვლილი მასალა, გავიხსენეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრე- ზენტაცია, მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. მადლობა ქალბატონ შორენა ბადურაშვილს დაუზარებელი, ენერგიული მუშაობისათვის. თქვენ საუკეთესოთა შორის საუკეთესო, პროფესიონალი ტრენერი ბრძანდებით! ტრენინგის ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას!
მოსწავლის პრეზენტაცია სახელმძღვანელოში გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე. შევისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და სტრატეგიების მაგალითები. ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის მომხადება, გაზიარება, ბლოგზე გვერდების დამატება, ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ დისკზე, დავასრულეთ პროექტის გეგმა.